Skip to content
GE 0 0

3D ლაბორატორია

ნახე შენი მანქანა 3D-ში

Spin it, take it apart and see how it is built. Explore our demo model or open your own GLB file.

დემო მოდელი

მაუსი: მარცხენა — ტრიალი · ბორბალი — ზუმი · მარჯვენა — გადაადგილება. ტელეფონი: ერთი თითი — ტრიალი · ორი თითი — ზუმი.

რა არის GLB ფაილი?

GLB არის 3D მოდელის ფაილი. ერთ ფაილში ინახება მანქანის ფორმა, ფერები და ზედაპირის სურათები (ტექსტურები). ფოტოსგან განსხვავებით, მას ნებისმიერი კუთხიდან ნახავ, მიუახლოვდები და დეტალებად დაშლი.

როგორ ვნახო ჩემი მოდელი?

  1. დააჭირე „GLB ფაილის ჩატვირთვა“ ან ფაილი პირდაპირ 3D ფანჯარაში ჩააგდე.
  2. აირჩიე .glb ფაილი (ან .gltf, თუ ტექსტურები მასშივეა).
  3. მოდელი რამდენიმე წამში გამოჩნდება — დაატრიალე, გაადიდე და სლაიდერით დაშალე.

საიდან ვიშოვო GLB?

  • Sketchfab — მოდელის გვერდზე „Download 3D Model“ → glTF / GLB (თუ ავტორს ჩამოტვირთვა ნებადართული აქვს).
  • Blender — File → Export → glTF 2.0 → ფორმატი „glTF Binary (.glb)“.
  • ტელეფონით სკანირება — Polycam ან KIRI Engine აპი მანქანას 3D-ად აქცევს და GLB-ად ინახავს.
  • მწარმოებლის CAD ფაილი (STEP) — ჯერ Blender-ში ან FreeCAD-ში გადაიყვანე GLB-ად.

რჩევები

  • სასურველია ფაილი იყოს 50 MB-მდე — დიდი მოდელი სუსტ ტელეფონზე ნელა იმუშავებს.
  • დაშლა უკეთ მუშაობს, როცა მოდელში ნაწილები ცალ-ცალკეა (ბორბლები, კორპუსი, შასი…).
  • თუ მოდელი ნაცრისფერია, ტექსტურები ცალკე ფაილებშია — გამოიყენე .glb, სადაც ყველაფერი ერთადაა.