გადასვლა შიგთავსზე
EN 0 0

ჩვენი ისტორია

KAKHA’S RC დაიწყო YouTube არხით — ერთი იდეით: ქართულ RC საზოგადოებას ჰქონოდა საკუთარი სახლი, სადაც ყველაფერს ნახავ რეალურ ტესტებზე და არა მხოლოდ მაგიდაზე მიმოხილვებში.

32 000+გამომწერი
15 მლნ+ნახვა
469ვიდეო
2024არხის დაწყება

როგორ დაიწყო

2024 წლის 7 მარტს YouTube-ზე პირველი ვიდეო გამოჩნდა. მას შემდეგ არხზე ასობით ვიდეოა: RC მანქანების ტესტები და მიმოხილვები, აწყობები, მოდიფიკაციები, რბოლები და გამოწვევები. ქრაულინგი, ბეშინგი, ბაგები, Short Course — ტალახში, წყალში და მთაში.

ყოველ ტესტზე ერთი და იგივე კითხვა გვესმოდა: „სად ვიყიდო ეს მანქანა საქართველოში?“ და „სად ვიშოვო ეს ნაწილი?“ ასე გაჩნდა kakhasrc.ge.

რას ვაკეთებთ

  • 🏎️ RC მანქანების ტესტები და მიმოხილვები — ვამოწმებთ რეალურ პირობებში, სანამ გირჩევთ.
  • 🔧 აწყობა, მოდიფიკაცია და setup — გაჩვენებთ, როგორ გახადო შენი მანქანა უკეთესი.
  • 🏁 რბოლები, გამოწვევები და შეჯიბრებები — ქართული RC სცენა ერთად.
  • 🛒 მაღაზია — მანქანები, ნაწილები და აქსესუარები ცნობილი ბრენდებისგან: Traxxas, Arrma, Axial, HPI Racing, RC4WD, Pro-Line და სხვა.

რატომ ჩვენ

  • ვიცით, რას ვყიდით. ბევრ მოდელს არხზე უკვე გამოვცადეთ, ამიტომ გეტყვით სიმართლეს — ძლიერ და სუსტ მხარეებსაც.
  • რჩევა უფასოა. დამწყები ხარ? მოგვწერე და შენს ბიუჯეტსა და მიზანზე მოვარგებთ მოდელს.
  • ნაწილები და მხარდაჭერა. მანქანის ყიდვის შემდეგაც შენ გვერდით ვართ — ნაწილი, აპგრეიდი თუ რჩევა.
  • ვმუშაობთ ყოველდღე. მიწოდება მთელ საქართველოში.

ნახე არხზე

სლეჯი კრატონის წინააღმდეგ — ეს უნდა ნახოთ!ტალახში და წყალში ჩავძირე! სრული ტესტი + საბოლოო შეფასებადრიფტ ჩელენჯი პროფესიონალ დრიფტერებთან!დრამატული ფინალი და ახალი ჩემპიონი!სლეში ქრაულერად გადავაკეთეროგორ ავაწყოთ Drift Car ბიუჯეტურად

გამოიწერე YouTube არხი ყველა ვიდეო საიტზე

შემოგვიერთდი

ქართული RC საზოგადოება ყოველდღე იზრდება. გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გაგვიზიარე შენი მანქანა და მოდი რბოლებზე.

კითხვა გაქვს? დაგვირეკე ან მოგვწერე WhatsApp-ზე: +995 598 70 70 75 · [email protected]